საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100122005431015
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №555აპ-23 ქ. თბილისი
მ–ი ს., 555აპ-23 17 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ ს. მ–სა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ა–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ს. მ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
1.2. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
1.3. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და სამი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;
1.4. განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ს. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. ს. მ–ი, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2021 წლის 7 დეკემბერს, დღის საათებში, მივიდა ა-ში მცხოვრებ მისი მეუღლის - ა. ქ–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ს. მ–სა და ა. ქ–ს შორის მოხდა კონფლიქტი, ა. ქ–ს მიერ მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის და აღნიშნულის საფუძველზე ს. მ–ს მსჯავრდების გამო. აღნიშნული კონფლიქტისას ს. მ–მა არასრულწლოვანი შვილის - გ. მ–ს თანდასწრებით, თავის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა. ქ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ს. მ–ი, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2021 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, მისი მსჯავრდების გამო მეუღლე - ა. ქ–ზე და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებზე შურისძიების მიზნით, ნასვამ მდგომარეობაში, მივიდა ა-ში მდებარე მისი მეუღლის - ა. ქ–ს სახლში, სადაც ხსენებული მოტივით მომხდარი კონფლიქტისას, ს. მ–მა, მის ხელთ არსებული დანის მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავალჯერადი დარტყმებით, სხეულის დაზიანებები მიაყენა მისი მეუღლის, ა. ქ–ს დედას - ო. ქ–ს და მეუღლის მამას - ზ. ქ–ს, რომელთა სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა დროულად გაწეული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ხოლო ს. მ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2.3. 2021 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ს. მ–ი, მისი მსჯავრდების გამო მეუღლე - ა. ქ–ზე და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებზე შურისძიების მიზნით, ნასვამ მდგომარეობაში, მივიდა ა-ში მდებარე მისი მეუღლის - ა. ქ–ს სახლში, სადაც ხსენებული მოტივით მომხდარი კონფლიქტისას, ს. მ–მა, მის ხელთ არსებული დანის მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავალჯერადი დარტყმებით, სხეულის დაზიანებები მიაყენა მისი მეუღლის ა. ქ–ს დას - ო. ქ–ს, მეუღლის ძმის ცოლს - ვ. ი–ს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს - ზ. ქ–ს, რომელთა სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა დროულად გაწეული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ხოლო ს. მ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2.4. ს. მ–ი, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 16.08.2021 წლის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2021 წლის 11 დეკემბერს თან ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, ორ ცალ დანას, რაც ამოიღეს ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2021 წლის 11 დეკემბერს, ა-ში ბრალდებულის სახით დაკავებული ს. მ–ს პირადი ჩხრეკისას.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ს. მ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით– თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ ს. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;
3.6. ს. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 11 დეკემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. მ–მა და მისმა ადვოკატმა კ. ა–მ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა ს. მ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დამატებით განმარტეს, რომ სადაოდ არ ხდიან ოჯახური ძალადობის და ცივი იარაღის ტარების ფაქტს, თუმცა არ ეთანხმებიან საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით მსჯავრდებას.
4.2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ს. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. ქ–ს ეპიზოდი);
5.2. ს. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
5.3. ს. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებიდან და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტიდან (დაზარალებულების ო. ქ–ს, ვ. ი–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით);
5.4. ს. მ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.4.1. საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ო-მა ქ-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
5.4.2. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების ო. ქ–ს, ვ. ი–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდები, ამ უკანასკნელთან მიმართებაში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები სსკ-ის 111 მუხლის მიზნიდან გამომდინარე) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
5.4.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
5.4.4. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
5.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ს. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
5.6. მსჯავრდებულ ს. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 11 დეკემბრიდან;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ და მსჯავრდებულ ს. მ–მა და მისმა ადვოკატმა კ. ა–მ;
6.1. ბრალდების მხარე ითხოვს ს. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) დამნაშავედ ცნობას და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას;
6.2. დაცვის მხარე ითხოვს ს. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს: პროკურორმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი – ბრალად წარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით) კვალიფიკაციით, ხოლო დაცვის მხარე – ს. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ო-მა ქ-ის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის ნაწილში, ვინაიდან ამ ნაწილში შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით – არის უკანონო; იმავდროულად, ზ. ქ-ის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება უნდა დაკვალიფიცირდეს 111-ე მუხლსა (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე – დანაშაული ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის – მითითებით, ო. ქ–ს და ვ. ი-ის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისაგან განსხვავებით, სადაც აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებები არ იკვეთება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ს. მ–ს უდანაშაულობის, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობისა და იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი გულწრფელი პოზიცია, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ითვალისწინებს, რომ:
5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ს. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
5.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
5.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2020 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ს. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
5.5. ს. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 6 დეკემბრიდან.
6. საკასაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ს. მ–ს მსჯავრდებას და ითვალისწინებს, რომ ა. ქ–მა და არასრულწლოვანმა გ. მ–მა დაადასტურეს, რომ 2021 წლის 7 დეკემბერს ს. მ–ი მივიდა ა-ში მცხოვრებ მისი მეუღლის – ა. ქ–ს საცხოვრებელ სახლში. მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვისა და აღნიშნულის საფუძველზე ს. მ–ს მსჯავრდების გამო, მან არასრულწლოვანი შვილის – გ. მ–ს თანდასწრებით, ა. ქ–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში. აღნიშნულის გამო გ. მ–მა დაუძახა ა. ქ–ს დედას – ო. ქ–ს და მამას – ზ. ქ–ს, რომელმაც სახლიდან გააძევა ს. მ–ი. აღნიშნული გარემოებები, თავის მხრივ, დაადასტურეს მოწმეებმა: ო. ქ–მა და ზ. ქ–მა.
7. დაზარალებულების – ო. ქ–ს, ა. ქ–ს, ვ. ი–ს, ო-------მა ქ-ის, ზ. ქ–ს და არასრულწლოვანი მოწმის – გ. მ–ს ჩვენებებით, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცივი იარაღის ექსპერტიზის 2022 წლის 13 იანვრის N.. დასკვნით (რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორივე დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას) დასტურდება, რომ ს. მ–ი, 2021 წლის 11 დეკემბერს თან ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, ორ ცალ დანას, რაც ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს ბრალდებულის სახით დაკავებული ს. მ–ს პირადი ჩხრეკისას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. მ–ს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) მსჯავრდების ეპიზოდშიც.
8. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულებმა – ო. ქ-მა, ა. ქ–მა, ვ. ი–ს, ო. ქ–მა, ზ. ქ–მადაადასტურეს, რომ შემთხვევის დღეს – 2021 წლის 11 დეკემბერს – ნასვამი ს. მ–ი მივიდა ა. ქ–ს სახლში, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდნენ: ა. ქ–მა, მისი და – ო. ქ–ი, ვ. ი–ი (ა. ქ–ს რძალი), რომელსაც ხელში ჰყავდა თავისი ათი თვის შვილი – ზ. ქ–ი, ა. ქ–ს შვილები – გ. და მ. მ–ები, შემდეგ მივიდა ო. ქ–ი (ა. ქ–ს დედა); ს. მ–მა დაიწყო ლუდის დალევა და ა. ქ–თან კამათი, იმასთან დაკავშირებით, რომ ა. ქ–მა მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, მეუღლის - ს. მ–ს მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მისი მსჯავრდება. ს. მ–ი იგინებოდა და იმუქრებოდა თავის მოჭრით მისი ციხეში ჩასმის გამო, ასევე ითხოვდა ტელეფონს; შემდეგ წამოდგა ფეხზე და უნდოდა ა. ქ–სთვის დაერტყა, თუმცა ეს უკანასკნელი გაიქცა. იქ მყოფი პირები ცდილობდნენ ს. მ–ს დაჭერას, რათა აღეკვეთათ მისი მხრიდან ძალადობა, თუმცა მან ჯიბიდან დანა ამოიღო, გახსნა და დაარტყა ყველა იმ პირს, ვინც მას იჭერდა, მათ შორის – ვ. ი–ს და მის ხელში მყოფ პატარა ბავშვს. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ დანით დარტყმის დროს ს. მ–ი ყვიროდა, რომ ყველას დაკლავდა.
8.1. აღნიშნულმა მოწმეებმა ასევე მიუთითეს, რომ ს. მ–მა დანა პირველად ხელზე დაარტყა ვ. ი–ს, შემდეგ ფეხზე მოარტყა – ზ. ქ–ს (ბავშვს), შემდეგ კი – ო. ქ–ს. ო. ქ–მა სცადა დედას დახმარებოდა, რა დროსაც დანით გაიჭრა თითი. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულმა დანა დაარტყა ასევე ოჯახის წევრების დასახმარებლად მისულ ა. ქ–ს მამას – ზ. ქ–ს. ამ დროს ვ. ი–ი მივიდა ფანჯარასთან და ითხოვა დახმარება. იმ მომენტში ო-------მა და ზ. ქ–ები დასისხლიანებულები იყვნენ, დანა მათ რამდენიმეჯერ მოხვდათ, ამასთან ს. მ–ი აპირებდა, რომ კიდევ ერთხელ დაერტყა დანით ძირს წაქცეული ზ. ქ–სათვის. ვ. ი–ს აიღო ბოთლი და ს. მ–ს ჩაარტყა თავში, რის შემდეგაც ვ–ი დახმარების სათხოვნელად გაიქცა, ხოლო ს. მ–მა მალევე დატოვა სახლი.
9. აღნიშნული გარემოება დაადასტურა ასევე არასრულწლოვანმა გ. მ–მა, რომელმაც მიუთითა, რომ დაინახა მამამისმა ს. მ–მა, როგორ დაარტყა დანა ვ. (ვ. ი–ს), პატარა ზ-–ს, ბებიას (ო. ქ–ს), ბაბუას (ზ. ქ–ს), დეიდას – ო-ს (ო. ქ–ს).
10. ექიმმა-ქირურგმა გ-- ე---------მა განმარტა, რომ საავადმყოფოში მიიყვანეს 5 დაჭრილი პაციენტი, რომელთაგან ორი პაციენტი – ზ. და ო-მა ქ-ბი, მძიმე მდგომარეობით, გადაიყვანეს სპეციალურ კლინიკაში. რამდენიმე საათის შემდეგ კლინიკაში მიიყვანეს ს. მ–ი, რომელსაც სახეზე ჰქონდა ჭრილობა და სტკიოდა მარჯვენა ფეხი. რენტგენის შედეგად დადგინდა, რომ ფეხი ჰქონდა ამოვარდნილი.
10.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 20 დეკემბრის N......, 2021 წლის 20 დეკემბრის N........, 2021 წლის 20 დეკემბრის N......., 2022 წლის 20 იანვრის N...... და 2022 წლის 24 იანვრის N....... დასკვნების თანახმად, 2021 წლის 11 დეკემბერს ზ. ქ–ს მიყენებული აქვს ტრავმა - მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედის ღია ჭრილობა სიღრმით 3 სმ; ო. ქ-ს – მარჯვენა მტევნის მე-5 თითის ღია ჭრილობა; ვ. ი–ს – მარცხენა მხრის ღია ჭრილობა, 8X4 სმ-ზე, სიღრმით 4 სმ; ზ. ქ–ს – 5 ჭრილობა მარცხენა მხრის ზემო მესამედში, ბეჭისა და მარცხენა მუხლის არეში; ო. ქ–ს – მრავლობითი ჭრილობა გულმკერდის წინა კედლის, მარცხენა მხრის, მარცხენა მტევნისა და მარჯვენა ბარძაყის არეში.
11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 12 აგვისტოს N.......... დასკვნით, ზ. ქ–ს, ზ. ქ–ს, ვ. ი–ს ტანსაცმელზე ჭრით განვითარებული დაზიანებების განვითარება არ გამოირიცხება წარდგენილი მოშავო ფერის მოსევადების მქონე დანით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ს. მ–ს უდანაშაულობა.
13. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას ს. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენის, მათ შორის – დაზარალებულ ზ. ქ–ს, ო. ქ–ს, ვ. ი–ს და ზ. ქ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება, რომ ს. მ–ს ჰქონდა აღნიშნული დაზარალებულების მოკვლის განზრახვა, კერძოდ:
13.1. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ს. მ–ს მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ რაიმე სახის დაზიანების ან/და მკვლელობის მცდელობის განზრახვა. დაზარალებულების, მათ შორის, დაზარალებული ვ. ი–ს ჩვენების თანახმად, მაშინ როცა ხელში ჰყავდა ბავშვი – ზ. ქ–ი, ს. მ–მა მარცხენა მკლავის არეში მიაყენა დაზიანება მას (ვ. ი–ს), მანვე მეორედაც მოუქნია დანა, თუმცა იგი მოხვდა ზ. ქ–ს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ქ-მა დაზიანება მიიღო ს. მ–ს მიერ ვ. ი–სათვის მოქნეული დანით, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 20 დეკემბრის დასკვნის თანახმად, მიყენებული დაზიანება (ზ. ქ–ს მარჯვენა ბარძაყის არეში აღენიშნებოდა სწორკიდეებიანი ჭრილობა) მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხასიათს, ერთი მხრივ, შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცება, რომ ს. მ–ს ამოძრავებდა ზ. ქ–ს მოკვლის ან ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ი არ ითვალისწინებს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისათვის პასუხისმგებლობას.
13.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ს. მ–ს ნამდვილად ჰქონდა ა. ქ–ს მიმართ შურისძიების მოტივი, მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვისა და აღნიშნულის საფუძველზე ს. მ–ს მსჯავრდების გამო, თუმცა, დაზარალებულების მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად არ მიუთითებს ს. მ–ს მიერ ო. ქ–ს, ზ. ქ–ს, ვ. ი–ს და ზ. ქ–ს მოკვლის განზრახვის არსებობაზე; მტკიცებულებათა ანალიზით უტყუარად არ დასტურდება, რომ ს. მ–ს განზრახვა მოიცავდა მკვლელობას, თუმცა, მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებების, სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მხედველობაში მიღებით, დასტურდება ს. მ–ს მიერ ო. ქ–ს, ვ. ი–სა და ზ. ქ–სათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენება.
13.3. ამდენად, პროკურორის პოზიცია, რომ მსჯავრდებულს ო. ქ–ს, ზ. ქ–ს, ვ. ი–ს და ზ. ქ–ს მიმართ ამოძრავებდა მკვლელობის განზრახვა, არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
13.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“. მოცემულ შემთხვევაში ს. მ–ი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. იმავდროულად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ო. ქ-ი (მსჯავრდებულის მეუღლის და) და ვ. ი–ი (მსჯავრდებულის მეუღლის ძმის ცოლი) არ წარმოადგენდნენ ს. მ–ს ოჯახის წევრებს საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის მიზნებისათვის.
13.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ს. მ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (დაზარალებულ ზ. ქ–ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების, ასევე საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტით (დაზარალებულების ო. ქ–ს, ვ. ი–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებების გადაკვალიფიცირების ნაწილში, თუმცა საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის პირველი (საქართველოს სსკ-ის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება, მათ შორის, მეუღლის მშობელი და არ ითვლება – მეუღლის და ან/და ძმის ცოლი) და მეორე (მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 109-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261-ე მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა) ნაწილების მხედველობაში მიღებით, არ იზიარებს დაზარალებულების – ო. ქ–ს, ვ. ი–ს და ზ. ქ–ს მიმართ ჩადენილი ქმედებების საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ზ. ქ–ს (მეუღლის მამა) მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება უნდა დაკვალიფიცირდეს 111-ე მუხლსა (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე – დანაშაული ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის – მითითებით, ო. ქ–ს (მისი მეუღლის და) და ვ. ი–ს (მეუღლის ძმის ცოლი) მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისაგან განსხვავებით, სადაც აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებები არ იკვეთება. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის,,ე“ ქვეპუნქტები (დაზარალებულ ზ. ქ–ს მიმართ ჩადენილი დანაშაული) უნდა გადაკვალფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, ხოლო ს. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტიდან (დაზარალებულების ო. ქ–სა და ვ. ი–ს მიმართ ჩადენილი დანაშაულები) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ს. მ–ს უდანაშაულობისა და დაზარალებულ ო. ქ–ის მკვლელობის განზრახვის არარსებობის შესახებ და სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ჩვენებებისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ, ერთი მხრივ, სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად, ო. ქ–ს 2021 წლის 11 დეკემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის წინა კედლის, მარცხენა მხრის, მარცხენა მტევნისა და მარჯვენა ბარძაყის არეში; დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, პაციენტს დათვალიერებისას მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში I და II ნეკნების არეში ლავიწის შუა ხაზზე აღენიშნებოდა ღია ნაკვეთი ჭრილობა – 10X2 სმ., სიღრმით – 5 სმ., შემავალი გულმკერდის ღრუში. მარცხენა მხარის შუა მესამედში აღენიშნებოდა ღია, სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობა ზომით – 20X8X5 სმ., მარცხენა მტევნის არეში მრავლობითი ჭრილობები, მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში ღია ნაკვეთი ჭრილობა ზომით 8X2 სმ., სიღრმით – 4 სმ., იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ს. მ–ი მოქმედებდა ო. ქ–ის მოკვლის განზრახვით და შესაბამისად, გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ო. ქ–ის ეპიზოდი) ს. მ–ს მსჯავრდების შესახებ.
15. რაც შეეხება ს. მ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ო. ქ–ის ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას აღნიშნული სასჯელის უკანონობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ დანაშაულის დროს მოქმედი რედაქცია საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა – თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, შესაბამისად, ს. მ–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
16. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ამ დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
16.1. ასევე საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
17. მოცემულ შემთხვევაში ს. მ–ს დაზარალებულ ო. ქ–ის მიმართ ჩადენილი ქმედებისათვის მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს – განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილს ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის.
17.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ს. მ–ს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და არაერთგზის დანაშაულის ჩადენა მსჯავრად შეერაცხა, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნები, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება სასჯელის დამძიმების ზემოაღნიშნული წესი; თუმცა საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ ს. მ–მა დანაშაული ჩაიდინა იარაღის გამოყენებით, შესაბამისად, მას სასჯელი უნდა შეეფარდოს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის გათვალისწინებით;
17.2. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული არასრულწლოვანი მოწმის – გ. მ–ს ჩვენებაზე (მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა მამამისმა ს. მ–მა მის ნათესავებს, მათ შორის – ბებიას ო. ქ–ს), თუმცა სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ს. მ–ს მკვლელობის მცდელობის ნაწილში არ ედავებოდა დანაშაულის არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენას, იმავდროულად, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში მართალია უთითებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლზე, თუმცა არ მიანიშნებს თუ რომელ დამამძიმებელ გარემოებას გულისხმობს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის მხედველობაში მიღებით, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ს. მ–ს აღნიშნული დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი) საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით – 17 წლით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ ს. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.
19. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. მოცემულ შემთხვევაში შთანთქმის ნაცვლად სასჯელების ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრებით სასჯელის დამძიმების მოთხოვნის დასაბუთებისთვის კასატორი ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა შთანთქმის პრინციპით სასჯელის დანიშვნის ან/და საბოლოოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
22. გარდა ამისა, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ნივთმტკიცების, კერძოდ, ზ. ქ–ს, ჰო. ქ–ის, ვ. ი–ს, ს. მ–ს, ზ. ქ–ს და ო. ქ–ს ტანსაცმლის, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტანსაცმლისა და ქსოვილის ნაჭრების ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილება და ნაცვლად განადგურებისა, ისინი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს/პირებს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. მ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ს. მ–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. ქ–ს ეპიზოდი);
5. ს. მ–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
6. ს. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებიდან (დაზარალებულ ზ. ქ–ს მიმართ ჩადენილი დანაშაული) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე;
7. ს. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტიდან (დაზარალებულების ო. ქ–სა და ვ. ი–ს მიმართ ჩადენილი დანაშაულები) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე;
8. ს. მ–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
8.1. საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ო. ქ–ის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
8.2. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულების ო. ქ–ს და ვ. ი–ს მიმართ ჩადენილი დანაშაული) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
8.3. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულების ზ. ქ–ს მიმართ ჩადენილი დანაშაული) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
8.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
8.5. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
8.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ს. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
9. მსჯავრდებულ ს. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 11 დეკემბრიდან;
10. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზ. ქ–ს, ჰო. ქ–ის, ვ. ი–ს, ს. მ–ს, ზ. ქ–ს და ო. ქ–ს ტანსაცმელი, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტანსაცმელი და ქსოვილის ნაჭრები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს/პირებს.
11. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე