საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-93-93-2018 5 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – კ., გ. და კ.ღ–ები
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ანდერძის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
- ნ.ქ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი ნ.ქ–ძის მიერ კ.ღ–ძის სახელზე გაცემული 2009 წლის 16 ივნისის მინდობილობა;
- ბათილად იქნა ცნობილი ნ.ქ–ძესა და კ.ღ–ძეს შორის 2009 წლის 03 ივლისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 18 ნოემბრის უძრავი ქონების გაყოფის აქტი;
- ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 5 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება კ.ღ–ძესა და კ.ღ–ძეს შორის (სახლის გამოყოფილ ნაწილზე ფართით 55.70 კვ.მ.)
- ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 5 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება კ.ღ–ძესა და კ.ღ–ძეს შორის (84 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე)
- ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 8 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ნ.ქ–ძესა და კ.ღ–ძეს შორის (სახლის გამოყოფილ ნაწილზე ფართით 55.48 კვ.მ.)
- ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 8 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ნ.ქ–ძესა და კ.ღ–ძეს შორის (22 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე);
- ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 19 მარტის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გ.ღ–ძესა და კ.ღ–ძეს შორის;
- ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 19 მარტის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება კ.ღ–ძესა და გ.ღ–ძეს შორის;
- ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 26 ნოემბრის ნ.ქ–ის ანდერძი, რომლითაც ნ.ქ–ძემ მთელი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, ..... ქუჩის #57-ში უანდერძა კ.ღ–ძეს;
- ქ. ქუთაისში ..... მდებარე 386კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ერთი საკადასტრო კოდით ნ.ქ–ძის საკუთრებად;
- ამავე ქონების ½ ნაწილი (იდეალური წილი) გათავისუფლდა იპოთეკისგან და საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ.ქ–ძის (წარმოდგენილი მეურვე მ.მ–) საკუთრებად.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს კ., კ. და გ.ღ–ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ცვლილება შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-12 პუნქტში და აღნიშნული ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: ქ. ქუთაიში, ...... პირველი შესახვევის #2-ში მდებარე 386 კვ.მ არასოსფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ერთი საკადასტრო კოდით ნ.ქ–ძის საკუთრებად;
- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განუხილველი დარჩებოდა საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
9. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, 2018 წლის 18 მაისს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს ი.ა–ძეს (იხ. მინდობილობა, ტ.5, ს.ფ. 47-52).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 19 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 23 მაისს, ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ., გ. და კ.ღ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე