კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
13 მაისი, 2019 წელი
№ას-28-2019
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – რ.პ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „თ.ბ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით:
- სს ,,თ.ბ–ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ლ.ა–ს (შემდეგში პირველ მოპასუხეს), რ.პ–ს (შემდეგში მეორე მოპასუხესა) და ფ.კ–ს (შემდგომში მესამე მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N25086968172344 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9 582.26 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 7 512.99 აშშ დოლარი, პროცენტი - 884.48 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1 160.13 აშშ დოლარი და სადაზღვევო პრემია - 24.66 აშშ დოლარი;
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N25086968172344 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე (7 512.99 აშშ დოლარი) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი (წლიური 20%) მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად 123.50 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 12/12/2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12/12/2017 წლისა და 1482.01 აშშ დოლარისა;
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N25086968172344 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე (7 512.99 აშშ დოლარი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემცირებული ოდებით დღეში 0.05% ყოველდღიურად 3.76 აშშ დოლარის. დადგინდა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 12/12/2016 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12/06/2017 წლისა (3.76*180=676.8 აშშ დოლარი);
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N25086968172188 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 49 289.93 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 44 999.86 აშშ დოლარი, პროცენტი - 3180.39 აშშ დოლარი, ჯარიმა - 960.55 აშშ დოლარი და სადაზღვევო პრემია - 149.13 აშშ დოლარი;
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N25086968172188 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე (49 289.93 აშშ დოლარი) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი (წლიური 12%) მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად 486.15 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 12/12/2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12/12/2017 წლისა და 5833.77 აშშ დოლარისა;
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N25086968172188 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე (49 289.93 აშშ დოლარი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემცირებული ოდენობით დღეში 0.05% ყოველდღიურად 24.64 აშშ დოლარის. დადგინდა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა დადგინდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2016 წლიე 12 დეკემბრიდან წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2017 წლის 12 ივნისისა (24.64*180=4 435.2აშშ დოლარი);
- მეორე და მესამე მოპასუხეების პასუხისმგებლობა განისაზღვრა თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრული თანხის ოდენობით. №123123854024 და N123123854030 ხელშეკრულებებით - 50 400 აშშ დოლარი, ხოლო №123123854080 და N123123854075 ხელშეკრულებებით - 13 000 აშშ დოლარი;
- დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული და პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, ....., უძრავი ქონებისსაკადასტრო კოდი: №.....; ასევე დადგინდა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, სააღსრულებო წარმოება მიექცეოდა სამივე მოპასუხის საკუთებაში არსებულ სხვა ქონებებზე;
- დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. აღნიშნულ განჩინებაზე მეორე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
6. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და ითხოვა ხარვეზის ვადის შევსების გაგრძელება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
11. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 20 თებერვალს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ვ.კ–ს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 100)
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 21 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 25 თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.პ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე