საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-283-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-283-2020

30 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები: ლ.ჭ–ი, ლ.ე–ა, ხ.ფ–ა, ო.შ–ა, ნ.თ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,C.’’

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი ნასყიდობის ფასის შემცირება, შემცირებული თანხის დაბრუნება და პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ.ჭ–მა, ლ.ე–ამ, ხ.ფ–ამ, ო.შ–ამ და ნ.თ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,,C.’’-ს მიმართ ნასყიდობის ფასის შემცირების, შემცირებული თანხის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცველად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.ჭ–მა, ლ.ე–ამ, ხ.ფ–ამ, ო.შ–ამ და ნ.თ–ძემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ნ.თ–ძის მიერ გაცემული განახლებული მინდობილობა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

2020 წლის 23 ივნისს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 22 ივნისი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორების წარმომადგენელმა და ნ.თ–ძემ წარმოადგინეს განცხადება და იშუამდგომლეს ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის შუამდგომლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ლ.ჭ–ს, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძეს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას და ო.შ–ას ნაწილში დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა ნ.თ–ძე პ/ნ ...... (მისამართზე: თბილისი, ....... ბინა N9) და უზრუნველყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინების ჩაბარება.

2020 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ცნობა და ნ.თ–ძის ხელწერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინების ჩაბარების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის საკასაცი საჩივარი ნ.თ–ძის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის შუამდგომლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ლ.ჭ–ს, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძეს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

ზემოხსენებული განჩინება ნ.თ–ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ......ბინა N9)), თუმცა ადრესატს სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული მისამართი არასრული იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა ნ.თ–ძე პ/ნ ....... (მისამართზე: თბილისი, ....... ბინა N9) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინების ჩაბარება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში ნ.თ–ძემ ჩაიბარა 2020 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნული დასტურდება ხელწერილით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 2 ოქტომბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 11 ოქტომბერს, მაგრამ ვინაიდან 11 ოქტომბერი იყო კვირა არასამუშაო დღე, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება, 12 ოქტომბერს, პირველი მომდევნო სამუშაო დღე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ნ.თ–ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ.თ–ძეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ რომ ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის საკასაცი საჩივარი ნ.თ–ძის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 284-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის საკასაცი საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე ნ.თ–ძის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე