დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 02.03.2022
საქმის ნომერი
ას-1203-2021
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-1203-2021 2 მარტი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

განმცხადებლები - შპს „ს–ი“ და შპს „V.F.” (მოპასუხეები);

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ქ.ბ–ი“ (მოსარჩელე);

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება;

განმცხადებლების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად;

დავის საგანი - სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკა/გირავნობის საგნის რეალიზაცია;

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ბ.ქ–უს“ სარჩელი დაკმაყოფილდა: 1) მოპასუხეებს შპს „ს–ს“, ვ.ფ–ას და ი.ფ–ას სს „ბ.ქ–უს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 310 384.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 228 015.01 ლარი, პროცენტი - 39 855.69 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 42 513.61 ლარი; 2) დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: ა) 2500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მდებარე ქობულეთი, საკრებულო .... ს/კ: .....; უძრავი ქონების მესაკუთრე - შპს „V. F.” (ს.კ. ......); ბ) 2501.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..... ს/კ: ..... უძრავი ქონების მესაკუთრე - შპს „V.F.e” (ს.კ. .......); გ) 1380.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..... ს/კ: ...... უძრავი ქონების მესაკუთრე - შპს „V.F.” (ს.კ. .....); დ) 1000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..... ს/კ: ...... უძრავი ქონების მესაკუთრე - შპს „V. F.” (ს.კ. .....); 3) დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით, საჯარო აუქციონზე რეალიზებულ იქნეს მოპასუხეების კუთვნილი და რეგისტრირებული 59. 52581% აქცია სს „ვ.ა–ი“, ჯამში 3,235.562 ცალი აქცია, კერძოდ: ვ.ფ–ას (პ/ნ .....) კუთვნილი 1626.402 ცალი აქცია (28.92151%); ი.ფ–ას (პ/ნ .....) კუთვნილი 1609.160 ცალი აქცია (29.60430%); 5) იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მსესხებლის შპს „ს–ის“ საკუთრებაში არსებული ნებისმიერ ქონებაზე; 6) პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით: შპს „ს–ის“ და შპს „V.F.”-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ს–ის“ და შპს „V.F.”-ის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შპს „ს–ს“ და შპს „V.F.”-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: ა) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი და ბ) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს - შპს „V.F.”-ს ჩაბარდა 2022 წლის 21 თებერვალს, ხოლო შპს „ს–ს“ ჩაბარდა 2022 წლის 22 თებერვალს (ტ. 3, ს. ფ. 48-49).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

8. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს - შპს „V.F.”-ს ჩაბარდა 2022 წლის 21 თებერვალს, ხოლო შპს „ს–ს“ ჩაბარდა 2022 წლის 22 თებერვალს (ტ. 3, ს. ფ. 48-49).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორებისთვის ხარვეზის შევსების 3 - დღიანი ვადის დენა შპს „V.F.”-სათვის დაიწყო 2022 წლის 22 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 24 თებერვალს, ხოლო შპს „ს–სათვის“ დაიწყო 2022 წლის 23 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 25 თებერვალს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები ვალდებულნი იყო ხარვეზი, ერთ შემთხვევაში 2022 წლის 24 თებერვლის ჩათლით, ხოლო მეორე შემთხვევაში ამავე წლის 25 თებერვლის ჩათვლით შეევსოთ.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420, 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.შპს „ს–ისა“ და შპს „V.F.”-ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე