დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
25 მაისი 2026 წელი
№ას-414-2026 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ბ–ნი“
მოწინააღმდეგე მხარეები - ე.ქ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შპს „ბ–ნის“ სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი (ე.ქ–ის სარჩელზე) - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა
დავის საგანი (შპს „ბ–ნის“ სარჩელზე) - ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.ქ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ბ–ნი“-ს შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. გამოთხოვილ იქნეს შპს „ბ–ნის“ უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ........... (ს/კ. .........) და ჩაბარდეს აღნიშნული ქონება ე.ქ–ს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
1.2. გამოთხოვილ იქნეს შპს „ბ–ნის“ უკანონო მფლობელობიდან და გადაეცეს ე.ქ–ს შემდეგი მოძრავი ქონება: მაცივარი „უგური“ 1 ცალი, მაგიდა მაცივარი „ედესა“ (2 ცალი), დიდი მაცივარი „ედესა“ (2 ცალი), საყინულე მაცივარი „უგური“ (2 ცალი), ყინულის გენერატორი „კლასილი“ (1 ცალი), ლუდის ჩამოსასხმელი „კოლჰარტი“ (1 ცალი), გაზქურა „ენკომაკი“ (1 ცალი), გაზქურა პატარა „ენკომაკი“ (1 ცალი), მაყალი (1 ცალი), ელ. ღუმელი „ბოში“ (1 ცალი), ცომის საზელი „მატეკა“ (1 ცალი), ცომის პრესი (1 ცალი), ცომის გასაბრტყელებელი (1 ცალი), ელექტრო ღუმელი „იმპორი“ (1 ცალი), ხორცის ელექტრომანქანა (1 ცალი), მიკროტალღური ღუმელი „გორენიე (1 ცალი), ფრიტურნიცა „ტურგა“ (1 ცალი), ხორცის დასამუშავებელი მაგიდა (1 ცალი), სამუშაო მაგიდა (7 ცალი), ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა (3 ცალი), რკინის თარო ჭურჭლისთვის (2 ცალი), ხელსაბანი ნიჟარა (3 ცალი), კონდიციონერი „მიდეა“ (4 ცალი), კონდიცირების აგრეგატი (სხვენში) (2 ცალი), ჰაერის გამწოვი დანადგარი (2 ცალი), წყლის ავზი (6 ცალი), ჰელიო წყლის გამათბობელი (2 ცალი), წყლის გამათბობელი „იმპრაგაზი“ (2 ცალი), წყლის გამათბობელი „არისტონი“ (2 ცალი);
1.3. მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის 3913 ლარის გადახდა;
1.4. მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ გაპირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 16 024 ლარის დახდა;
1.5. მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისროს საურავის სახით 15 000 აშშ დოლარის გადახდა;
1.6. მოპასუხეებს შპს „ბ–ნს“ და ჯ.რ–ძეს მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად დაეკისროთ 224 000 აშშ დოლარის გადახდა;
1.7. მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2023 წლის 01 მაისიდან ყოველთვიურად საიჯარო ქონების დაბრუნებამდე 2700 აშშ დოლარის გადახდა;
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი ჯ.რ–ძესა და ც.კ–ს შორის 2022 წლის 06 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებებზე, მდებარე ქ. ბათუმი, .......... ...........) და ქ. თბილისი, ..........., სართული 6, ბინა N58 (ს/კ. ..........) და აღნიშნული უძრავი ქონებები აღირიცხოს ჯ.რ–ძის საკუთრებაში.
შპს „ბ–ნი“-ს წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
1.1. მოპასუხე ე.ქ–ს აეკრძალოს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ მიმართ საიჯარო ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, ............ (ს/კ. .........) მფლობელობისა და სარგებლობის უფლების უკანონო ხელშეშლა, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ საპასუხო ვალდებულების შესრულებამდე;
1.2. მოპასუხე ე.ქ–ს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კომპენსაციის - 67 462.50 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე ე.ქ–ს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 259 056 ლარის ოდენობით;
1.4. მოპასუხე ე.ქ–ს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 228 000 ლარის გადახდა;
1.5. მოპასუხე ე.ქ–ს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 24 185.12 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.ქ–ის სარჩელი შპს „ბ–ნი“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „ბ–ნის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ე.ქ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ........... (ს/კ. ............) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ე.ქ–ს; გამოთხოვილ იქნა შპს „ბ–ნის“ უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა ე.ქ–ს შემდეგი მოძრავი ქონება: მაცივარი „უგური“ 1 ცალი, მაგიდა მაცივარ „ედესა“ (2 ცალი), დიდი მაცივარი „ედესა“ (2 ცალი), საყინულე მაცივარი „უგური“ (2 ცალი), ყინულის გენერატორი „კლასილი“ (1 ცალი), ლუდის ჩამოსასხმელი „კოლჰარტი“ (1 ცალი), გაზქურა „ენკომაკი“ (1 ცალი), გაზქურა პატარა „ენკომაკი“ (1 ცალი), მაყვალი (1 ცალი), ელ. ღუმელი „ბოში“ (1 ცალი), ცომის საზელი „მატეკა“ (1 ცალი), ცომის პრესი (1 ცალი), ცომის გასაბრტყელებელი (1 ცალი), ელექტრო ღუმელი „იმპორი“ (1 ცალი), ხორცის ელექტრომანქანა (1 ცალი), მიკროტალღური ღუმელი „გორენიე (1 ცალი), ფრიტურნიცა „ტურგა“ (1 ცალი), ხორცის დასამუშავებელი მაგიდა (1 ცალი), სამუშაო მაგიდა (7 ცალი), ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა (3 ცალი), რკინის თარო ჭურჭლისთვის (2 ცალი), ხელსაბანი ნიჟარა (3 ცალი), კონდიციონერი „მიდეა“ (4 ცალი), კონდიცირების აგრეგატი (სხვენში) (2 ცალი), ჰაერის გამწოვი დანადგარი (2 ცალი), წყლის ავზი (6 ცალი), ჰელიო წყლის გამათბობელი (2 ცალი), წყლის გამათბობელი „იმპრაგაზი“ (2 ცალი), წყლის გამათბობელი „არისტონი“ (2 ცალი); მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის 3913 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1602.4 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საურავის სახით 1500 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2025 წლის 01 აპრილიდან ყოველთვიურად საიჯარო ქონების დაბრუნებამდე 1400 აშშ დოლარის გადახდა; ე.ქ–ის სარჩელი შპს „ბ–ნი“-ს მიმართ დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; ე.ქ–ის სარჩელი ჯ.რ–ძის და ც.კ–ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სარჩელი მოპასუხე ე.ქ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე.ქ–მა და შპს „ბ–ნმა“. ე.ქ–მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. შპს „ბ–ნმა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ე.ქ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 თებერვლის განჩინებით ე.ქ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ბ–ნის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ–ნმა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით, შპს „ბ–ნის“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, სასამართლოს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ (მინდ. ტომი V; ს.ფ. 388) გ.ფ–ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე და ჩაბარდა იურისტს მ.ზ–ას 2026 წლის 28 აპრილს (იხ. ჩაბარების დასტური).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით კასატორს მიეცა 10-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2026 წლის 28 აპრილს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მომუშავე რომელიმე ქმედუნარიან პირს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2026 წლის 28 აპრილს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 29 აპრილს და ამოიწურა 2026 წლის 08 მაისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ–ნი“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი