აღდგენა

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა; ბ)აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება. გ)გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა; დ)გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები. ე)დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი; ვ)ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე; ზ)ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე; თ)კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი; ი)მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები; კ)მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული; ლ)მოსაჭრელი ხის ადგილი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის მოჭრა - დამზადება; მ)მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენება იმ მასალების ჩანაცვლებით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული, და რომელიც განსაზღვრულია, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ კოდექსის I დანართით. აღდგენა მოიცავს რეციკლირებას

ნარჩენების მართვის კოდექსი · მუხლი 3

ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →