ელექტრონული ვაჭრობა

5 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს, სისტემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ელექტრონული პროცედურა შესაძლებელია, არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს

შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

კონსოლიდირებული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია შეამციროს წინადადების ფასი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში კონსოლიდირებული ტენდერი შესაძლებელია არ მოიცავდეს ელექტრონულ ვაჭრობას ან ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს

კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

კონსოლიდირებული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია შეამციროს წინადადების ფასი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში კონსოლიდირებული ტენდერი შესაძლებელია არ მოიცავდეს ელექტრონულ ვაჭრობას ან ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს

ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია შეამციროს წინადადების ფასი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი ფასი შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →