იმპორტიორი

5 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის ან/და საამწყობრო ნაწილის სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განათავსებს სხვა ქვეყანაში წარმოებულ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განათავსებს სხვა ქვეყანაში წამოებულ გაზომვის საშუალებას

გაზომვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქტს სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას

პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შემოაქვს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე განთავსების მიზნით

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 4

ყველა ტერმინი →