მწვანე ნარგავის დამზადება

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა; ო)მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება; პ)ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები; ჟ)ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე; რ)მუნიციპალური სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება . სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი; ს)სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა; ტ)ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე; უ)ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი; ფ)ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა; ქ)ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია; ღ)რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით. ყ)დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა-ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება. შ)დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი). ჩ)დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ. ც)გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით. ძ)უფლებამოსილი ორგანო-ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახური. წ)საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი. ჭ)სპორტული პარკი (სტადიონი) – მწვანე მასივის, სადაც თავმოყრილია სპორტული მოედნები და სხვადასხვა სახის ნაგებობანი სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისათვის. ხ)ბაღი – მწვანე მასივი გამოიყენება მოსახლეობის დასვენებისათვის და ზოგიერთი სახის კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებისათვის. ჯ)სკვერი – ქუჩისა და მოედნის გამწვანებული ნაკვეთი, გამოიყენება ხანმოკლე დასვენებისათვის და ხშირ შემთხვევაში ადგილმდებარეობის არქიტექტურულ-დეკორაციული გაფორმებისათვის. ჰ)ხეივანი – გზის ორივე მხარეს დარგული ხეები, ფეხით მოსიარულეთათვის საჩრდილობელი. ხეივანი შეიძლება იყოს ერთ, ორ და სამმწკვრივიანი, ღია და დახურული. ჰ.ა)ბულვარი – ქუჩის სავალი ნაწილის შუა ღერძზე გამწვანებული ზოლი. ბულვარში დაშვებულია დეკორატიული ხასიათის ნაგებობის მოწყობა. ჰ.ბ)ქუჩისა და გზისპირა ნარგაობა – გზის სავალი ნაწილის ტროტუარის გასწვრივ მწკრივში დარგული ხეებისა და ბუჩქების ზოლი. ნარგაობის დანიშნულებაა ქუჩის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ზაფხულის ჩრდილისაგან თავისი ჩრდილით დაიცვას ქუჩაში მოსიარულენი. ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარს შორის ეწყობა ბუჩქოვანი მცენარეების, ყვავილების ან მწვანე მოლის ზოლი (გაზონი). ჰ.გ)შიდაკვარტალური ნარგაობა – ეწყობა მოსახლეობის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად და შენობათა შორის მოქცეული მიწის ნაკვეთის მხატვრული გაფორმების მიზნით. დასახლების განაშენიანების ფართობის მიხედვით ეწყობა, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნები და გართობა-დასვენების კუთხეები. ჰ.დ)ბოტანიკური ბაღი და დენდროპარკი - მწვანე მასივში მცენარეები განლაგებულია მათი წარმოშობის სისტემატური ან გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით და გათვალისწინებულია კულტურულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის მემცენარეობაში (მცენარეთა აკლიმატიზაცია, მცენარეთა სისტემატიკა, მცენარეთა გეოგრაფია, ბოტანიკა, დენდროლოგია და სხვა). ჰ.ე)ზოოლოგიური პარკი და ბაღი – მწვანე მასივში სპეციალურ ნაგებობებში მოთავსებული ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-საკვლევი ბაზა. ჰ.ვ)ტყე-პარკი – დასახლებული ადგილების მოშორებით არსებული მწვანე მასივი. ტყე-პარკი განკუთვნილია დასვენებისა და სპორტისათვის. ჰ.ზ)მწვანე ზოლი – დასახლებული ადგილების ირგვლივ გაშენებული მწვანე ნარგაობა, ქარის დაცვის, ჰავის გაუმჯობესების და მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით. ჰ.თ) მოვლითი ჭრა ქალაქის გამწვანებაში - ქალაქის გამწვანებაში არსებული მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარების და დეკორატიული მიზნით ჭრა. ჰ.ი)დათვალიერების აქტი – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება. თავი II მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →