რისკის ლიმიტები

4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

საინვესტიციო საბჭოს მიერ დადგენილი რაოდენობრივი ზომები საინვესტიციო პორტფელებში რისკების გასაკონტროლებლად. აღნიშნული მოიცავს ბენჩმარკიდან გადახრის ლიმიტებს, კონცენტრაციის ლიმიტებს აქტივების კლასის, კონტრაგენტისა და სხვა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს საერთო რისკის მისი რისკის აპეტიტთან შესაბამისობას

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი რაოდენობრივი ზომები საინვესტიციო პორტფელებში რისკების გასაკონტროლებლად. აღნიშნული მოიცავს ბენჩმარკიდან გადახრის და კონცენტრაციის ლიმიტებს, რაც უზრუნველყოფს ფონდის საერთო რისკის მისი რისკის აპეტიტთან შესაბამისობას

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

გარკვეული რაოდენობრივი ლიმიტები, რომლებიც დაფუძნებულია მომავალზე ორიენტირებულ დინამიკურ დაშვებებსა და გათვლებზე და რომლებიც მიკრობანკის რისკის აპეტიტს უსადაგებენ შესაბამის ბიზნესხაზებს, სტრუქტურულ ერთეულებს, რისკის კატეგორიებსა და სხვა ელემენტებს

მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

გარკვეული რაოდენობრივი ლიმიტები, რომლებიც დაფუძნებულია მომავალზე ორიენტირებულ დინამიკურ დაშვებებსა და გათვლებზე და რომლებიც ბანკის რისკის აპეტიტს უსადაგებენ შესაბამის ბიზნეს ხაზებს, სტრუქტურულ ერთეულებს, რისკის კატეგორიებსა და სხვა ელემენტებს.

კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →