სამოქალაქო პირი
4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების სოციალური სამსახურის მოსამსახურეები, აგრეთვე ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებენ ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3
სააგენტოში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
სსიპ-ში დასაქმებული წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა დამხმარე მოსამსახურისა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
მოხელე, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო ან სპეციალური წოდება და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2