შეუსაბამობა

5 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ობიექტის დაზიანება, წუნი, სათანადო ტექნოლოგიური პროცესიდან გადახრა, რომელიც ზრდის საფრთხის რისკს, აგრეთვე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას: დ.ა) არაარსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი საქმიანობის შეჩერების გარეშე, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომელიც უნდა აღმოფხვრას ობიექტის მფლობელმა; დ.ბ) I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს; დ.გ) II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანისა და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს; დ.დ) I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა; დ.ე) II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი · მუხლი 15

სურსათის/ცხოველის საკვების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობა შეიძლება იყოს არაკრიტიკული ან კრიტიკული; თ.ა) არაკრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია საქმიანობის შეჩერების გარეშე. ასეთი სახის შეუსაბამობის გამოსწორება სავალდებულოა ბიზნესოპერატორის მიერ გონივრულ ვადაში; თ.ბ) კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის საქმიანობის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე

ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც საჭიროებს სააგენტოს მიერ გამოვლენილი გარემოებების აღრიცხვას და მის აღმოსაფხვრელად ზედამხედველობის ობიექტისთვის შეტყობინებას

ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც საჭიროებს სააგენტოს მიერ გამოვლენილი გარემოებების აღრიცხვას და მის აღმოსაფხვრელად ზედამხედველობის ობიექტისთვის შეტყობინებას

ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რომლებიც გამოვლინდა მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად

,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · მუხლი 52

ყველა ტერმინი →