საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი
ნომერი
№153
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 05/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.295

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №153

2010 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №58, მუხ. 503) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს მინისტრი;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;

2. უფროს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ანიჭებს მინისტრი.

3. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭება ხორციელდება ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად.“.

3. მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდების დაქვეითება“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება თანამშრომელთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი