„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 6 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 20/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ს აკრებულო ს

დადგენილება№13

2010 წლის 30 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსების მიზნით თანხის გამოყოფისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №989 განკარგულების შესაბამისად, შევიდეს ცვლილებები „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში და ცვლილებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცებულ იქნეს 2010 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულებების ნაწილი 6480,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის – ადგილობრივი გადასახადების გეგმა განისაზღვროს 3764,2 ათასი ლარით, გრანტების გეგმა – 2301,5 ლარით (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან –179,1 ათასი ლარი), სხვა შემოსავლები –168,0 ათასი ლარი, არაფინანსური აქტივების კლება – 247,0 ათასი ლარი.

2. განისაზღვროს:

ა) შემოსავლების გეგმა ხარჯების დასაფარავად მიმართული წლის დასაწყისისათვის არსებული სახსრების ნაშთიდან 310,1 ათასი ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები /ხარჯები/ 6790,8 ათასი ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების /ხარჯები/ ნაწილით გათვალისწინებული ასიგნება 6790,8 ათასი ლარი გამოყოფილ იქნ ე ს შემდეგი ორგანიზაციულ-ეკონომიკური ღონისძიებების დასაფინანსებლად:

ა) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები – 1990,1 ათასი ლარი.

ა.ა) წარმომადგენლობითი ორგანოები – 272,5 ათასი ლარი;

ა.ბ) აღმასრულებელი ორგანოები – 1604,6 ათასი ლარი;

ა.გ) სარეზერვო ფონდი – 68,0 ათასი ლარი;

ა.დ) არქივის დაფინანსება – 5,0 ათასი ლარი;

ა.ე) მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯები – 20,0 ათასი ლარი;

ა.ვ) საკომუნიკაციო ხარჯები – 12,0 ათასი ლარი;

ა.ზ) აუდიტის მომსახურების ხარჯები – 8,0 ათასი ლარი;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური – 204,8 ათასი ლარი;

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება – 192,0 ათასი ლარი;

დ) თავდაცვის ღონისძიებები – 87,8 ათასი ლარი;

ე) ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 1969,9 ათასი ლარი;

ვ) საგანმანათლებლო ღონისძიებები – 1232,0 ათასი ლარი;

ზ) სპორტული და კულტურული ღონისძიებები – 717,2 ათასი ლარი;

თ) სოციალური და ჯანდაცვის ღონისძიებები – 397,0 ათასი ლარი.

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი წარმოდგენილია დანართი №1-ით

5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები წარმოდგენილია დანართი №2-ით.

6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები წარმოდგენილია დანართი №3-ით.

7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება წარმოდგენილია დანართი №4-ით.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  კ. ციმინტია