1. ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციით, რეგისტრაციის გაუქმებით, შემოწმებით, დამატებითი მოთხოვნების დადგენით, საწყისი და მიმდინარე კაპიტალის განსაზღვრით, შეზღუდვების დაწესებით და სანქციების დაკისრებით.
2. ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ეროვნული ბანკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხებს, მათ შორის, უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო სისტემას მიანიჭოს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი, აგრეთვე განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები და მოთხოვნები კაპიტალისა და აქტივების მიმართ.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.
41. (ამოღებულია - 09.09.2022, №1810).
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 28
ოქტომბრის ორგანული კანონი
№4468
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
ორგანული
კანონი №1894
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის ორგანული კანონი №1810 – ვებგვერდი, 23.09.2022