მუხლი 421. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ სათანადო პროცედურების განხორციელების ვალდებულება
თავი VII — სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა
თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი, იგი ვალდებულია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2143 – ვებგვერდი, 15.12.2022წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“, მუხლი 421, №6304-Iს, 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.016788 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1673253/muxli-421/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია