მუხლი 71. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
თავი I — საქართველოს საგადასახადო სისტემა
1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი გადასახადის გადამხდელის საგადახდო ანგარიშის მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე მუხლით, 71-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 241-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 ნაწილებითა და 243-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით საბანკო დაწესებულებისთვის საბანკო ანგარიშის მიმართ განსაზღვრული დებულებები, თუ მან ელექტრონული ფულის სქემაში იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ჩართო, როგორც გადამხდელი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შესაბამისად ვრცელდება ამ კოდექსის 283-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობები.
საქმე №ბს-567(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
…წარდგენილი სს „...ის“ მიერ 2017 წლის 30 ნოემბერს გაცემული ცნობა/ინფორმაციის (გ. ი-ის მიერ ამავე ბანკში 2008 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ) შესწავლის დავალებას, მიუთითებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავენ, რომ საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია ამომწურავი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ყველა…
…მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. აღნიშნულ საკითხებს ანალოგიურად აწესრიგებდა 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 42-ე და 71-ე მუხლები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, როგორც საგადასახადო აგენტს ეკისრებოდა ვალდებულება სწორად, დროულად გამოეანგარიშებინა…
…საფუძვლად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 და 286-ე მუხლის პირველ ნაწილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანების 69-ე, 71-ე და 72-ე მუხლებს. მოპასუხის შესაგებელი: ფაქტობრივი: მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მიიჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა…
საქმე №ბს-44-43(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2014
…კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის გამომვლენი საგადასახადო ორგანოთა უფლებამოსილი პირების ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 994-ე ბრძანების 70-ე, 71-ე მუხლების მოთხოვნებს, რომლებიც ითვალისწინებს სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესებს. აპელანტი უკანონოდ მიიჩნევს სახელმწიფო…
…საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დღგ-ის სხვა გადამხდელებს ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩაეთვლებათ დღგ-ის მომავალი პერიოდების გადასახდელებში ან 6 თვის შემდეგ უბრუნდებათ ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით. ამრიგად, თანხის ჩათვლის შემთხვევაში, მოსარჩელეს ჩასათვლელი თანხა ჩაეთვლებოდა დღგ-ს მომავალი პერიოდის გადასახდელებში ან…
…მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. აღნიშნულ საკითხებს ანალოგიურად აწესრიგებდა სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 42-ე და 71-ე მუხლები. განსახილველი დავის ფარგლებში ასევე ირკვევა, რომ ---ს რამდენიმე წლიანი, დავა აკავშირებს ომის ვეტერანის სტატუსის მოსაპოვებლად. როგორც არაერთი სასამართლოს…
…ამ საკითხთან მიმართებაში გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლი, რომელის თანახმადაც თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული, მაგრამ ამასთან ერთად საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი…
…ა) იმპორტის გადასახდელებზე − ვალდებულების წარმოქმნის მე-4 დღიდან; ბ) ყველა სხვა შემთხვევაში − შესაბამისი ვალდებულების წარმოქმნის მომდევნო დღიდან.“. 25. 283-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 ნაწილი: „41. ბანკის მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.“. 26.…
…აქციზური საქონლის (ნედლეულის) (შემდგომში – დასავარგებელი ნედლეული) იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ დასავარგებელ ნედლეულზე გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, აქციზის ჩათვლის მიღება ან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი: ა) სახელმწიფოს…