საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№258
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.014435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.435

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №258

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სამსახური.

2. სამსახურის თანამშრომელთათვის განისაზღვრება სოციალური დაცვის შემდეგი ღონისძიებები:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს პროპორციულად მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. თუ დაღუპულ თანამშრომელს ჰყავს მხოლოდ მშობლები, მათ დახმარება მიეცემათ შრომისუნარიანობის მიუხედავად;

ბ) სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი ოდენობით, არა უმეტეს 7 000 ლარისა.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანება. 

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ“ მიღებულია 31.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №258. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.033.014435.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ“, №258, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.014435 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010505/