საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირის ან მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა,– გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, გამოიწვევს მათ დაჯარიმებას დამალული თანხის ხუთმაგი ოდენობით