საარჩევნო კამპანიის ფონდის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა,– გამოიწვევს საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირის დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, გამოიწვევს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას.
დანართი №2
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გამოსაყენებლად შემოღების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მისი ნიმუშის (პროექტის) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესი”-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენ