1. დეპარტამენტის მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, რომელზეც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ წესით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის მოსამსახურეს უფლება აქვს ატაროს სპეციალურ ტანსაცმელი (უნიფორმა) და განმასხვავებელი ნიშნები. მას ვინაობისა და უფლებამოსილების დამადასტურებლად ეძლევა სამსახურებრივი პირადობის მოწმობა.
4. დეპარტამენტის მოსამსახურის სტატუსი პირს ენიჭება დეპარტამენტის მოსამსახურედ დანიშვნის დღიდან და ეხსნება გათავისუფლებისთანავე
მუხლი 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამართლებრივი სტატუსი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
- მუხლი 2. დეპარტამენტში სამსახურის პრინციპები
- მუხლი 4. დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 5. სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 6. სპეციალური წოდება
- მუხლი 7. დეპარტამენტის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
- მუხლი 8. დეპარტამენტში მიღება, კონკურსი და ატესტაცია
- მუხლი 9. დეპარტამენტში მიღების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 10. დეპარტამენტში მიღების საფუძველი
- მუხლი 11. დეპარტამენტის მოსამსახურის ფიცი
- მუხლი 12. სამსახურის ვადა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის იმ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესი, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას“, მუხლი 3, №30, 06.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.014953 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1016522/muxli-3/