1. დეპარტამენტის მოსამსახურე მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ფიცის, და ამ წესის შესაბამისად ასრულებს თავის მოვალეობებს და სარგებლობს გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას აკისრია დაკავებული თანამდებობით.
2. დეპარტამენტის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს კანონი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას დეპარტამენტის მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით.
4. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება დეპარტამენტის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
5. აკრძალულია დეპარტამენტის კონონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. დეპარტამენტის მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკურ ორგანიზაციაში მონაწილეობა და თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონების მოთხოვნებით, ამასთან არ შეიძლება იგი შეიზღუდოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და მასობრივი საზოგადოებრივი მოძრაობების გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. დეპარტამენტის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღ-მდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. დეპარტამენტის მოსამსახურის უკანონო ქმედებით ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 4. დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
- მუხლი 2. დეპარტამენტში სამსახურის პრინციპები
- მუხლი 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამართლებრივი სტატუსი
- მუხლი 5. სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 6. სპეციალური წოდება
- მუხლი 7. დეპარტამენტის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
- მუხლი 8. დეპარტამენტში მიღება, კონკურსი და ატესტაცია
- მუხლი 9. დეპარტამენტში მიღების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 10. დეპარტამენტში მიღების საფუძველი
- მუხლი 11. დეპარტამენტის მოსამსახურის ფიცი
- მუხლი 12. სამსახურის ვადა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის იმ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესი, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას“, მუხლი 4, №30, 06.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.014953 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1016522/muxli-4/