„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ ქ. ნიქოზიაში 2007 წლის 30 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №13
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ ქ. ნიქოზიაში 2007 წლის 30 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ნიქოზიაში 2007 წლის 30 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი