„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 140.120.000.22.034.014.924
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №696
2010 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 (სსმ III, 22.12.2008წ., №181, მუხ.1849) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის ფორმა (დანართი №5);
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის ფორმა (დანართი №6);“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის ფორმა (დანართი №7);“;
დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის ფორმა (დანართი №10).“.
2. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №5 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
__________________________________________________________________________
თბილისი, წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ.
საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა
№ ------ -------- 20 წ.
ნებართვა ეძლევა ----------------------------------------------------- მის: ----------------------------
(საიდენტიფიკაციო მონაცემები)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მინიჭებული უფლება)
სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი ---------------------------------------
(რაოდენობა)
იარაღის ძირითადი ელემენტები ------------------------- საბრძოლო მასალა --------------------
(რაოდენობა) (რაოდენობა)
გადაადგილების მარშრუტი --------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვა ძალაშია „---“ „-----“ 20 წლიდან „---“ „-----“ 20 წლამდე
--------------------------------------- -----------------------------
(თანამდებობის პირი) (ხელმოწერა) ბ.ა.
დამკვეთი: სსიპ შსს მომსახურების სააგენტო
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის № “
4. ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №6 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №6
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
______________________________________________________________________________
თბილისი, წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა
№ ------ -------- 20 წ.
ნებართვა ეძლევა ----------------------------------------------------- მის: ----------------------------
(საიდენტიფიკაციო მონაცემები)
საქართველოდან გაიტანოს შეძენილი სამოქალაქო იარაღი -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გადაადგილების მარშრუტი --------------------------------------------------------------------------
ნებართვა ძალაშია „---“ „-----“ 20 წლიდან „---“ „-----“ 20 წლამდე
--------------------------------------- -----------------------------
(თანამდებობის პირი) (ხელმოწერა) ბ.ა.
დამკვეთი: სსიპ შსს მომსახურების სააგენტო
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №“
5. ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №7 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №7
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსმომსახურების სააგენტო
____________________________________________________________________
თბილისი, წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის
ნებართვა
№ ------ -------- 20 წ.
ნებართვა ეძლევა ----------------------------------------------------- მის: ----------------------------
(საიდენტიფიკაციო მონაცემები)
„---“ „-----“ 20 წლიდან საქართველოში შემოიტანოს:
სამოქალაქო იარაღი------------------------------------------------------------------------------------
საბრძოლო მასალა -------------------------------------------------------------------------------------
იარაღის დროებითი შენახვის ადგილი -------------------------------------------------------------
პირი ვალდებულია, ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე უზრუნველყოს საქართველოში შემოტანილი სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან უკან გატანა.
ნებართვა ძალაშია „---“ „-----“ 20 წლამდე
--------------------------------------- -------------------------------
(თანამდებობის პირი) (ხელმოწერა) ბ.ა.
დამკვეთი: სსიპ შსს მომსახურების სააგენტო
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის № “
6. ბრძანების დანართი №9-ის შემდეგ დაემატოს პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №10 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №10
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტო
_________________________________________________________________________
თბილისი, წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ.
შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა
№ ------ -------- 20 წ.
ნებართვა ეძლევა --------------------------------------------------------- მის: ------------------------
(საიდენტიფიკაციო მონაცემები)
საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის დროებით „---“ „-----“ 20 წლიდან „---“ „-----“ 20 წლამდე საქართველოდან გაიტანოს და საქართველოში შემოიტანოს
სამოქალაქო იარაღი------------------------------------------------------------------------------------
საბრძოლო მასალა -------------------------------------------------------------------------------------
გადაადგილების მარშრუტი --------------------------------------------------------------------------
--------------------------------------- -----------------------------
(თანამდებობის პირი) (ხელმოწერა) ბ.ა.
დამკვეთი: სსიპ შსს მომსახურების სააგენტო
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №“
მუხლი 2.ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
ი. მერაბიშვილი