საქართველოს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთათვის „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№320
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 15/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №320

2009 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთათვის „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. სახელოვნებო განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილისათვის, მათ შორის ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებში მოპოვებული წარმატებისათვის საქართველოს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთათვის დაწესდეს წოდება „დამსახურებული მასწავლებელი“.

2. „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდებისათვის დაწესდეს სპეციალური სიგელი და ერთჯერადი ფულადი პრემია 300 ლარის ოდენობით, რომელიც მასწავლებელს გადაეცემა „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების საფუძველზე.

3. გადაწყვეტილებას „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების თაობაზე იღებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სპეციალური სიგელის ნიმუშის შემუშავება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება და მისი დამზადება.

5. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სიგელის ნიმუშის შემუშავებისა და დამზადების, ფულადი პრემიების გაცემისა და შესაბამის პირთათვის მათი გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებების მოწყობის ხარჯები ანაზღაურებულ იქნეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი