„საქართველოს სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლების კომპლექსური პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 თებერვლის №91 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №509
2000 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლების კომპლექსური პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 თებერვლის №91 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 თებერვლის №91 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების სათაურსა და პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „1999-2003 წლების“ შეიცვალოს შესაბამისად „2002-2006 წლების“.
2. ბრძანებულების მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ“, ხოლო „1999 წლისა“ შეიცვალოს შესაბამისად „2002 წლისა“.
3. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ, ქალაქების მერიებმა, რაიონების გამგეობებმა 2002 და მომდევნო წლების ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისას გაითვალისწინონ საბიუჯეტო ასიგნებათა გამოყოფა პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებ ათა განსახორციელებლად.“.
4. ბრძანებულებით დამტკიცებულ კომპლექსურ პროგრამაში:
სათაურში სიტყვები „1999-2003 წლების“ შეიცვალოს შესაბამისად „2002-2006 წლების“;
პირველ პუნქტში სიტყვები „1999-2003 წლები“ შეიცვალოს შესაბამისად „2002-2006 წლები“;
მე-3 პუნქტში სიტყვები „1999-2000 წლები“ შეიცვალოს შესაბამისად „2002-2003 წლები“;
მე-4 პუნქტში სიტყვები „1998-2002 წლები“ შეიცვალოს შესაბამისად „2002-2006 წლები“;
მე-5 პუნქტში სიტყვები „1999-2003 წლები“ შეიცვალოს შესაბამისად „2002-2006 წლები“;
№1-5 ცხრილებში გათვალისწინებული შესრულების წლები შეიცვალოს შესაბამისად:
„1998“ - „2001“-ით, „1999“ - „2002“-ით, „2000“ - „2003“-ით, „2001“ - „2004“-ით, „2002“ - „2005“-ით, „2003“ - „2006“-ით.
ე. შევარდნაძე