„1997 წლის 8 აპრილს საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის ათვისების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 აგვისტოს №466 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
190.020.060.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 07/03/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №66

2003 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

„1997 წლის 8 აპრილს საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთვრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის ათვისების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 აგვისტოს №466 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2000 წლის 11 მაისის საქართველოს კანონის შესრულების მიზნით, „1997 წლის 8 აპრილს საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის ათვისების შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 1997 წლის 28 აგვისტოს №466 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანებულებისა და ბრძანებულებით დამტკიცებული გრანტის ათვისების მექანიზმის ტექსტში ყველგან სიტყვები „საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო“ და „საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.

2. მე-3 პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები „კონსტანტინე ზალდასტანიშვილი“.

3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გრანტის ათვისებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და ორგანიზაციული ღონისძიებები მმართველმა ორგანომ განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს“ მეშვეობით“.

4. ბრძანებულებასა და ბრძანებულებით დამტკიცებულ გრანტის ათვისების მექანიზმის ტექსტში ყველგან სიტყვები „საქართველოს საინვესტიციო ცენტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო“, ხოლო სიტყვა „ცენტრი“ – სიტყვით – „სააგენტო“.

5. ბრძანებულებით დამტკიცებულ „იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის 1997 წლის 8 აპრილს ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის ათვისების მექანიზმის“ 1-ლი პუნქტის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მმართველი ორგანო გრანტის ათვისებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო და ორგანიზაციულ ღონისძიებებს განახორციელებს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს (შემდგომში – „სააგენტო“) მეშვეობით“.

ე. შევარდნაძე