საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის №1/1/126,129,158 გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/1/126,129,158
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 25/04/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

 

გადაწყვეტილება №1/1/126,129,158

2002 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

(ამონარიდი)

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

I. დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – (1) ბაჭუა გაჩეჩილაძის, სიმონ თურვანდიშვილის, შოთა ბუაძის, სოლომონ სანადირაძის და ლევან ქვაცბაიას, (2) ვლადიმერ დობორჯგინიძის, ნინელი ანდრიაძის, გურამ დემეტრაშვილის და შოთა პაპიაშვილის, (3) გივი დონაძის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონის ……….. VIII თავით „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ,  უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სახით შეტანილი ცვლილებები.

II. „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონის ……….. VIII თავით „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონში შეტანილი ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილის - მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადება იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

III. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

IV. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ბესარიონ ზოიძე.

(თავმჯომარე, მომხსენებელი მოსამართლე)

ავთანდილ აბაშიძე.

იაკობ ფუტკარაძე.

ნიკოლოზ შაშკინი

 

შენიშვნა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 2000 წლის 13 ივლისის მდგომარეობით არსებული ნორმა შემდეგი რედაქციით:

„ელექტროენერგიის უფასო მოხმარება თვეში განისაზღვრება 50 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას – 75 კვტ სთ-ის ოდენობით.“