1.
დოკუმენტის ტექსტი უნდა მოიცავდეს ნათლად,დამაჯერებლად და მოკლედ გადმოცემულ უტყუარ და არგუმენტირებულ ინფორმაციას,რომლის შინაარსიც უნდა უკავშირდებოდეს მოცემულ საკითხზე ადრე გამოცემულ დოკუმენტებს.

2.
დოკუმენტის ტექსტი ფორმდება გამართული ტექსტის,ანკეტის,ცხრილის ან ამ ფორმების შეერთების სახით.

ა)
დოკუმენტის ერთიანი გამართული ტექსტი მოიცავს გრამატიკულად და ლექსიკურად შეთანხმებულ ინფორმაციას მმართველობითი მოქმედებების შესახებ და გამოიყენება წესების,დებულებების,წერილების,განკარგულებითი დოკუმენტების შედგენის დროს (
მათი ტექსტების აგებულება იხ.
წესების მე-17-21-ე მუხლებში).
ერთიანი გამართული ტექსტი შეიძლება შედგეს ტრაფარეტის საფუძველზე,რომელიც მოიცავს მუდმივ ინფორმაციას და თავისუფალ ადგილებს ცვალებადი ინფორმაციის შესატანად;

ბ)
ანკეტის ფორმა გამოიყენება ციფრობრივი ან სიტყვიერი ინფორმაციის გადმოცემის დროს ერთი ობიექტის შესახებ გარკვეული ნიშნების მიხედვით.
ობიექტის ნიშნების დასახელება და მათი დახასიათება გადმოიცემა არსებითი სახელით სახელობით ბრუნვაში;
მაჩვენებლები შესაძლებელია გადმოიცეს ციფრებით.
ანკეტის სახით ტექსტის შედგენა გამოიყენება საორგანიზაციო-
განკარგულებით,საფინანსო,საგეგმო და სხვა დოკუმენტებში;

გ) ცხრილის ფორმა გამოიყენება ციფრობრივი ან სიტყვიერი ინფორმაციის გადმოცემისას რამდენიმე ობიექტის შესახებ რიგითი ნიშნების მიხედვით. ცხრილიანი ტექსტი გამოიყენება საგეგმო, სტატისტიკურ, საფინანსო, საბუღალტრო, საორგანიზაციო-განკარგულებით და სხვა დოკუმენტებში. ცხრილებს აქვს ტექსტის დანაწევრების ორი დონე: შვეული (ვერტიკალური) _ გრაფებისა და თარაზული (ჰორიზონტალური) _ სტრიქონებისათვის. თუ ცხრილი იბეჭდება ორ ან მეტ გვერდზე, ცხრილების გრაფები ინომრება; შემდეგ გვერდებზე იბეჭდება მხოლოდ გრაფების ნომრები. გრაფებისა და სტრიქონების სათაურები და ქვესათაურები უნდა გადმოიცეს არსებითი სახელით სახელობით ბრუნვაში მხოლობით რიცხვში. ცხრილის სტრიქონებისა და გრაფების სათაურებსა და ქვესათაურებში გამოიყენება მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული შემოკლებები და პირობითი აღნიშვნები;

დ)
ცხრილებსა და ანკეტებში,რომლებიც განკუთვნილია კომპიუტერული ტექნიკით დასამუშავებლად,ობიექტებს,ნიშნებსა და მათ მაჩვენებლებს საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ-
ეკონომიკურ ინფორმაციის კლასიფიკატორების მიხედვით მიეცემა კოდები.

3. ა) განკარგულებით დოკუმენტებში, რომლებიც გამოიცემა ერთმმართველობის პრინციპით (ბრძანება, მითითება, განკარგულება), ტექსტის შედგენისას გამოიყენება მხოლობითი რიცხვის პირველი პირი (ვბრძანებ, მოვითხოვ), ხოლო ხელმძღვანელობისადმი მიმართულ დოკუმენტებში (განცხადება, მოხსენებითი ბარათი, ახსნა-განმარტებითი ბარათი) _ მრავლობითი რიცხვის პირველი პირი (გთავაზობთ, გთხოვთ);

ბ)
დაწესებულების განკარგულებით დოკუმენტებში,რომლებიც გამოიცემა კოლეგიური პრინციპით (
დადგენილებები,გადაწყვეტილებები),ტექსტის შედგენისას გამოიყენება მხოლობითი რიცხვის მესამე პირი (
ადგენს,გადაწყვიტა);

გ)
ერთობლივი განკარგულებითი დოკუმენტების (
ბრძანება,დადგენილება,გადაწყვეტილება)
ტექსტის შედგენისას გამოიყენება მრავლობითი რიცხვის პირველი პირი (
ვბრძანებთ,გადავწყვიტეთ,გთავაზობთ);

დ)
ოქმების ტექსტის შედგენისას გამოიყენება მესამე პირის მრავლობითი რიცხვი (
მოისმინეს,აზრი გამოთქვეს,გადაწყვიტეს),გამომსვლელთა შინაარსი გადმოიცემა მესამე პირით მხოლობით რიცხვში;

ე)
დოკუმენტებში,რომლებითაც დგინდება უფლებები და მოვალეობები (
დებულება,წესდება,ინსტრუქცია,წესები და სხვ.),აგრეთვე რომლებშიც აღწერენ,ადასტურებენ ფაქტებს,მოვლენებს,იძლევიან დაწესებულებების საქმიანობის შეფასებას (
აქტი,დასკვნა,ცნობა,ანგარიში და სხვ.),ტექსტის გადმოცემისას გამოიყენება მესამე პირის მხოლობითი ან მრავლობითი რიცხვი (
მთავარ ინჟინერს უფლება აქვს;
კომისიამ დაადგინა;
ინსტიტუტმა შეიმუშავა,კომისიის შემადგენლობაში შედიან...).

4.
მიმოწერის ტექსტის შედგენისას გამოიყენება პირველი პირის მრავლობითი რიცხვი (
მიზანშეწონილად მიგვაჩნია,გიგზავნით დასკვნას