საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკური რეგისტრის შექმნის, წარმოებისა და გამოყენების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
350.050.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 22/02/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №57

2000 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკური რეგისტრის შექმნის, წარმოებისა და გამოყენების შესახებ

საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების სრულ ად მოცვის მიზნით, მათი ერთიანი იდენტიფიცირების, სტატისტიკური აღრიცხვის შემდგომი სრულყოფისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ამსახველი ინფორმაციით მმართველობითი ორგანოების უზრუნველსაყოფად:

1. დადგინდეს ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური რეგისტრის (რეგისტრი) დამწესებლად, მწარმოებლად და განმკარგულებლად საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2.  საქართველოს  სტატისტიკის  სახელმწიფო  დეპარტამენტმა

(თ. ბერიძე) უზრუნველყოს:

ა) საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე შექმნილი ყველა სუბიექტის რეგისტრში ჩართვა, მათ შესახებ რეგლამენტირებული ცნობების აღნუსხვა და აღნიშნულ რეგისტრში ჩართული სუბიექტებისათვის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება;

ბ) რეგისტრის ბაზაზე თანამედროვე მეთოდებით სტატისტიკური აღრიცხვის ორგანიზება, საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ადეკვატური ასახვა და ქვეყნის მმართველობითი ორგანოების სრულყოფილი ინფორმაციული მომსახურება;

გ) რეგისტრში ჩართული სუბიექტებისათვის მოწმობის მომზადება და მათთვის დაგზავნა.

3. სახელმწიფო რეგისტრის მიხედვით მინიჭებული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი ჩაითვალოს საქართველოში საწარმოთა და ორგანიზაციათა მთავარ მოქმედ იდენტიფიკატორად.

4. ქვეყნის სხვა მარეგისტრირებელი ორგანოებიდან (გარდა სასამართლოებისა), ყველა სახის საწარმოთა და ორგანიზაციათა რეგისტრის მონაცემები (შექმნა, ცვლილება, ლიკვიდაცია), აგრეთვე ინფორმაცია სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი სახის სუბიექტზე ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური რეგისტრის ფორმირებისათვის წარედგინოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვის ა.

5. ქვეყნის მმართველობითი ორგანოების უფასო ინფორმაციული მომსახურების, რეგისტრის შექმნის, წარმართვის და შემდგომი სრულყოფის სამუშაოების შესრულება 2000 წლიდან გათვალისწინებულ იქნეს სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამაში.

ე. შევარდნაძე