დაბა წყნეთის მოსახლეობისათვის გასულ წლებში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №137
2000 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
დაბა წყნეთის მოსახლეობისათვის გასულ წლებში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის შესახებ
დაკმაყოფილდეს ქ ალაქ თბილისის მერიის თხოვნა, შეთანხმებული შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და დაბა წყნეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით:
ნება დაერთოს ქალაქ თბილისის მერიას დადგენილი წესით „თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან დაბა წყნეთის მოსახლეობის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის და პირუტყვის საძოვრად მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 10 აპრილის №177 დადგენილებით დაბა წყნეთის მკვიდრთა პირუტყვის საძოვრად გამოყოფილი 9,4 ჰექტარი და „თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან დაბა წყნეთის მოსახლეობის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის და საბაღე-საბოსტნე დანიშნულებით მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №208 ბრძანებულებით წყნეთის მოსახლეობისათვის საბაღბოსტნედ გამოყოფილი 20 ჰექტარი – სულ 29,4 ჰექტარი მიწის ფართობი სათანადო საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დააპროექტოს და ადგილობრივ მოსახლეობას გაუნაწილოს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის.
ე. შევარდნაძე