ქ. თბილისის რაიონების გაუქმების, მათ ნაცვლად ახალი რაიონების შექმნისა და მმართველობის სისტემის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №480
2000 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის რაიონების გაუქმების, მათ ნაცვლად ახალი რაიონების შექმნისა და მმართველობის სისტემის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს დედაქალაქში მმართველობის სისტემის რეფორმების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე:
1. გაუქმდეს ქ. თბილისის ისნის, სამგორის, მთაწმინდის, კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის რაიონები და მათი გამგეობები.
2. შეიქმნას ქ. თბილისის ისანი-სამგორის, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის რაიონები და მათი გამგეობები.
3. ახალი რაიონების ტერიტორიულ საზღვრებად განისაზღვროს შესაბამისი გაუქმებული რაიონების გაერთიანებით შექმნილი ტერიტოიული საზღვრები.
4. ქ. თბილისის მერმა (ი. ზოდელავა) ერთ თვეში კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს თანამდებობაზე დასანიშნად ქ. თბილისის რაიონების გამგებლების კანდიდატურების წარმოდგენა და ქ. თბილისის ტერიტორიული მართვის სისტემის რეორგანიზაცია.
5. ქ. თბილისის გაუქმებული რაიონების გამგებლებმა თავიანთი უფლებამოსილებანი განახორციელონ შესაბამისი ახალი რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნამდე.
6. ქ. თბილისის მმართველობის სისტემის შემდგომი რეფორმის მიზნით დედაქალაქის მერმა (ი. ზოდელავა) უზრუნველყოს თბილისის ახალი ადმინისტრაციული მოწყობისა და ტერიტორიული მართვის სისტემის ჩამოყალიბების შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოების გაგრძელება და დასრულება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების გამართვამდე.
ე. შევარდნაძე