საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
2000 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ
საქართველოს ტერიტორიის მსოფლიო მნიშვნელობის სატრანზიტო დერეფნის ფუნქციების გაზრდასთან დაკავშირებით აუცილებელია შეიქმნას და განვითარდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, ურომლისოდაც ვერ განხორციელდება სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციები. ამ მიმართულებით სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალებისა და ქსელების განვითარების, ინფრასტრუქტურის შექმნის, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაციის, მათი საქმიანობისათვის საჭირო ხელშემწყობი პირობების შექმნისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის“ სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბება, რომლის წილის 100 პროცენტის მესაკუთრე იქნება სახელმწიფო.
2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს შპს „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის“ დაფუძნება.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ“?
- „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ“ მიღებულია 31.12.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №553. სარეგისტრაციო კოდი — 320.110.000.05.002.001..
- სად არის „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ“, №553, 31.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114466/