1. გვირგვინი ცერემონიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მოაქვთ საქართველოში სტუმრის საელჩოს წარმომადგენლებს. მემორიალის მარჯვნივ და მარცხნივ განლაგდება საპატიო ყარაულის 4-4 ჯარისკაცი.
2. ცერემონიას ესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც სტუმარს მიაცილებს რეზიდენციიდან გამარჯვების პარკამდე. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები სტუმრებს მიაცილებენ მათთვის განკუთვნილ ადგილზე - მემორიალის კიბეებთან, საიდანაც იწყება მოძრაობა მემორიალის მიმართულებით.
3. გვირგვინი მიაქვს საპატიო ყარაულის 2 ოფიცერს, მათ უკან მიჰყვება მთავარი სტუმარი. მთავარი სტუმრის დელეგაციის წევრები და ოფიციალური თანმხლები პირები საქართველოს მხრიდან რჩებიან მემორიალის ასასვლელ კიბეებთან. საპატიო ყარაულის ოფიცრების მიერ მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მთავარი სტუმარი უახლოვდება გვირგვინს, ასწორებს გვირგვინზე ლენტს და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. სრულდება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები. ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ მთავარი სტუმარი და დელეგაციის წევრები შემობრუნდებიან სახით კიბეებისაკენ. საზეიმო მარშით ჩაივლის საპატიო ყარაული (იხ. სქემა 8