1. პრეზიდენტის მიერ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია იმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მე-11 სართულზე „ცერემონიათა“ დარბაზში. დარბაზში გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ცენტრალურ კედელს ამშვენებს საქართველოს სახელმწიფო გერბი.
2. ცერემონიას ესწრებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი, მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების განყოფილების უფროსი და თარჯიმანი. ცერემონიას აგრეთვე ესწრება დასაჯილდოებელი პირის ქვეყნის ელჩი, თუ იგი აკრედიტებულია საქართველოში, რეზიდენციით თბილისში. ცერემონიას იღებს ტელეოპერატორი და ფოტოკორესპონდენტი.
3. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სტუმრებს. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი კითხულობს ბრძანებულებას სტუმრისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. მთავარი სტუმარი წარდგება პრეზიდენტის წინაშე. სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე აწვდის პრეზიდენტს საპატიო მოქალაქის პასპორტს, სიგელსა და ოქროს მედალს, რომლებსაც პრეზიდენტი გადასცემს საქართველოს საპატიო მოქალაქეს და მიმართავს სიტყვით. იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი მანდილოსანია (ან ახლავს მანდილოსანი), სახელმწიფო კანცელარიის მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების განყოფილების უფროსი მათ გადასცემს ყვავილების თაიგულს. საქართველოს საპატიო მოქალაქე სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.
4. საქართველოს საპატიო მოქალაქე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს თავის თანმხლებ პირებს. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი იწვევს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავარ სტუმარს საქართველოს სახელმწიფო დროშასთან, სადაც იღებენ სამახსოვრო ფოტოსურათს. ცერემონიის მონაწილეებს მიართმევენ შამპანურს. ხანმოკლე საუბრის შემდეგ პრეზიდენტი დარბაზში ემშვიდობება სტუმრებ