1. სახელმწიფო ჯილდოების გადაცემა ხდება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მე-12 სართულზე „საკონფერენციო“ დარბაზში. დაჯილდოებული პირები პრეზიდენტის რეზიდენციაში შემობრძანდებიან მე-3 შესასვლელიდან ცერემონიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე. დარბაზის ცენტრალურ ადგილას გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო დროშა. დანიშნულ დროს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი სტუმრებს შეუძღვება დარბაზში და აცნობს აღნიშნული ცერემონიის საპროტოკოლო დეტალებს.

2. საქართველოს პრეზიდენტს დარბაზში შემობრძანებისას თან ახლავს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი. ცალკეულ შემთხვევებში ცერემონიას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულები და სხვა ოფიციალური პირები. ცერემონიას იღებს ტელევიზია და ფოტოკორესპონდენტი.

3. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი დამსწრეთ აცნობს შესაბამის განკარგულებას მოწვეული პირისათვის სახელმწიფო ჯილდოს მიკუთვნების შესახებ. სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე აწვდის პრეზიდენტს აღნიშნულ ჯილდოს, რომელსაც პრეზიდენტი გადასცემს დასაჯილდოებელ პირს. იმ შემთხვევაში, თუ დასაჯილდოებელი პირი მანდილოსანია, სახელმწიფო კანცელარიის მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების განყოფილების უფროსი გადასცემს ყვავილების თაიგულს. ცერემონიის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი დაჯილდოებულთ მიმართავს სიტყვით და მათთან ერთად იღებს სამახსოვრო ფოტოსურათ