სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საჯაროობისათვის განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №148
2002 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
სავალდებულოსამხედროსამსახურშიგაწვევისპროცესისსაჯაროობისათვისგანსახორციელებელიზოგიერთიღონისძიებისშესახებ
მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მწარმოებელმა შესაბამისმა ორგანომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საჯაროობის მიზნით:
1. ყოველი გაწვევის დაწყებამდე, ორი კვირით ადრე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას:
ა) სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებულ მოქალაქეთა სია;
ბ) იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც გაწვევის დაწყების დღისათვის შეუსრულდებათ 27 წელი, გათავისუფლდებიან გაწვევისაგან და ჩაირიცხებიან რეზერვში;
გ) კატეგორიების მიხედვით იმ მოქალაქეთა სია, რომლებიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლებას ან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას.
2. გაწვევის დაწყების დღიდან მის დამთავრებამდე თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას:
ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ მოქალაქეთა სია;
ბ) იმ მოქალაქეთა სია, რომლებიც წარმოქმნილ გარემოებათა გამო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად დაექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლებას ან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას.
3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (თ. ჯაფარიძე) და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ბ. ხატიძე).
ე. შევარდნაძე