"დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1096
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№1096

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულების (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 926) პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესს (დანართი №1)  დაემატოს   შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81.

1. საზღვარგარეთ მყოფი პირი უფლებამოსილია განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული  ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.        

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

8. განმცხადებლის მოთხოვნით ლეგალიზებული დოკუმენტი გაიცემა განცხადებაში მის მიერ მითითებულ პირზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.  

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2010.
როდის იქნა მიღებული "დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე?
"დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №1096. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.08.002.016129.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე, №1096, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016129 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1167519/