საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.02.2011 ბოლო ცვლილება 04.09.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 150211, 15/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება №73

2011 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხ­ლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტ­კიც­დეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი­სათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახუ­რი­სათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინ­ფორ­მაციის გადაცემის წესი“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრი   ნ . გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის– საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის– შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი­სათვის– საქართ­ველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის– შემო­სავლების სამ­სახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორ­მაციის გადაცემის წესი (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართ­ველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) (შემდგომში – საქსტატი) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს– შემოსავლების სამსახურს (შე­მ­დგომში – შემო­სავლების სამსახური) შორის თანამშრომ­ლო­ბას საგადასახადო სტატისტიკის სფეროში სრულყოფილი სა­ინფორ­მაციო ბაზის ფორმირებისათვის.

    მუხლი 2

1. შემოსავლების სამსახური საქსტატს აწვდის:

ა) ყოველთვიურად (არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რი­ც­ხ­ვისა) სასაქონლო დეკლარაციების მონაცემებს საგარეო ვაჭ­რობის შესახებ (ელექტრონული ფორმით);

ბ) ყოველთვიურად (არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რი­ცხ­ვისა) ინფორმაციას საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეების მიხედვით, როგორებიცაა საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ტვირთები, ან რომლებიც საგადა­სა­ხადო ორგა­ნოების მიერ დარეგისტრირდება მომავალში სა­ქართ­­ვე­ლოს ეკო­ნომიკურ საზღვარზე და შეადგენს სტატის­ტი­კური კვლე­­ვის საგანს;

გ) წელიწადში ერთხელ (საანგარიშო წლის დასრულე­ბიდან 6 თვის ვადაში) მოქმედი გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას და არსებული ცვლილებების გათვალის­წინებით კორექტირებულ მონაცემებს შემდეგი რეკვიზი­ტე­ბის გათვალისწინებით: გადასახადის გადამხდელის საიდენტი­ფიკაციო ნომერი, გადასახადის გადამხდელის სრული დასახე­ლება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი), იურიდიული მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითებით, ფი­ზიკური პირის შემთხვევაში – საცხოვრებელი სახლის მისა­მარ­თი), ფაქტობრივი მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითე­ბით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელმძღვანელობაზე უფ­ლებამოსილი პირი, ტელეფონის და/ან ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ძირითადი საქმიანობის სახე (ეკონომიკური საქმია­ნო­ბის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მი­ხედვით ხუთ­ნიშ­ნა დონეზე), წლიური ბრუნვის მოცულობა და დასაქ­მებულთა რაოდენობა (ელექტრონული ფორმით).

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვე­პუნ­ქ­ტით გათვალისწინებული მიზნებისათვის შემოსავლების სამ­სა­ხური საქსტატს აწვდის:

ა) წელიწადში ერთხელ (საანგარიშო წლის დასრულე­ბიდან არა უგვიანეს 7 თვის ვადაში) ინფორმაციას რეგისტ­რი­რებული საწარმოების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღე­ბუ­ლი მოგების შესახებ (ეკონომიკური სუბიექტების მიხედვით);

ბ) ყოველკვარტალურად (საანგარიშო კვარტალის დასრუ­ლე­ბიდან ერთი თვის ვადაში) ინფორმაციას გაცემული დივი­დენდების შესახებ (ეკონომიკური სუბიექტების მიხედვით).

3. შემოსავლების სამსახური საქსტატს ყოველთვიურად აწ­ვ­დის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინი­სტ­როს მომსახურების სააგენტოს მიერ გაფორმებული სატ­რანს­პორტო საშუალებების შესახებ.

    მუხლი 3

საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემ თა ცვლილების შემ­თხვევაში შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს საქ­ს­ტა­ტის ინფორმირებას.

    მუხლი 4

შემოსავლების სამსახური საქსტატს მოთხოვნის შემთ­ხ­ვევაში წ არუდგენს გადასახადის გადამხდელების მიერ წარ­დ­გენილ დეკ­ლარაციებში ასახულ მონაცემებს.

    მუხლი 5

საქსტატი უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელების შესახებ მიღებული ინფორმაციის დაცვას და მის გაცემას მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა იდენტიფიცირების გამო­მრიცხავი ფორმით ან საქართველოს საგადასახადო კოდექ­სის 39-ე მუხლით დადგენილი წესით.