“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N 1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/232
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.024.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 180211, 18/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/232

2011 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისი ს№1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 2010 წლის 28 ივლისი ს№1–1/1261 ბრძანებით (სსმ III, 28.07.2010,№92 მუხ. 1367) დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტი მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.”.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რისკების შეფასების საფუძველზე დეპარტამენტი ამზადებს სტრატეგიულ და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს მინისტრთან შეთანხმებით.

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით;

ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ დავალებებს. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას ადგენს დეპარტამენტის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.“.

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე განსახორციელებელი შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:

ა) შესაბამისობის აუდიტი;

ბ) ოპერაციული აუდიტი;

გ) ეფექტიანობის აუდიტი;

დ) ფინანსური აუდიტი.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შიდა აუდიტი ხორციელდება გასვლითი ან კამერალური აუდიტის მეთოდით.“;

დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. დეპარტამენტი უფლებამოსილია მინისტრთან და საბჭოსთან შეთანხმებით ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს შიდა აუდიტორული დასკვნა, ანგარიში და/ან მოხსენება.“;

ე) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. დეპარტამენტი თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს 91 და 92 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„91. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტი ხორციელდება თემატური ან კომპლექსური აუდიტის ფორმით.

92. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეიმუშავებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;“;

ბ) „თ „ და ,,ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მინისტრსა და საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ:“.

5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია.“.

 6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დეპარტამენტი ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს საბჭოსთან კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.”.

მუხლი 2. ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა,ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან.

მინისტრის პირველი მოადგილე       ა. კეკელია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N 1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N 1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.02.2011.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N 1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N 1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/232. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.024.016036.
რამდენი მუხლისგან შედგება “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N 1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N 1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N 1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N 1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №1-1/232, 16.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208502/