პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - ინსულინისა და მისი ანალოგების შესყიდვა;
ბ) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - ინსულინის, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, შპრიც-კალმისტრებისა და შესაბამისი ნემსების შესყიდვა ბავშვთა (18 წლამდე ასაკის პირები), ასევე 18 წლისა და უფროსი ასაკის დიაბეტიანი პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი;
გ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - ანტიჰემოფილური ფაქტორ კონცენტრატებისა და ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის შესყიდვა;
დ) ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებისა და საშუალებების შესყიდვა;
ე) ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა N1-ის შესყიდვა;
ვ) ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - იმუნოსუპრესული მედიკამენტების შესყიდვა;
ზ) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა;
თ) ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას - ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის შესყიდვა;
ი) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფას - სამკურნალო საკვები დანამატის შესყიდვა;
კ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას - პანკრეასის ფერმენტების შესყიდვა;
ლ) ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფას - ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის შესყიდვა;
მ) სპეციალური სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვასა და გაცემას - სამკურნალო საშუალებების (მათ შორის საკვები დანამატების) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებებზე (მათ შორის აფთიაქები); სამკურნალო საშუალებების (მათ შორის საკვები დანამატები) ავადმყოფებზე გაცემა სამკურნალო–პროფილაქტიკური დაწესებულებების მეშვეობით (მათ შორის აფთიაქების); ნარკოტიკული საშუალებების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ტრანსპორტირება ბადრაგირების მეშვეობით