სამხედრო სამსახურისათვის წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის უვარგისობის დადგენისთანავე შეწყდეს წვევამდელის სამედიცინო კვლევა და სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ გამოიცეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა.
დანართი–26.1 – სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა ამბულატორიული შემოწმება
მუდმივმოქმედი სამხედრო–სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება;
დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;
სპეციალისტების კონსულტაცია (თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ფსიქიატრი, დერმატოვენეროლოგი, ოფთალმოლოგი, სტომატოლოგი, ნევროპათოლოგი, ფთიზიატრი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი);
დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები:
ა) სისხლის ანალიზი (მოკლე);
ბ) შარდის საერთო ანალიზი;
გ) ელექტროკარდიოგრაფია;
დ) სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა;
ე) ფლუოროგრაფია;
ვ) აივ ანტისხეულების (ანტიგენის) განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ზ) HBsAG განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;
თ) HCV საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ი) ათაშანგის დიაგნოსტიკა (ექსპრეს მეთოდით).
განმარტება: მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება ამბულატორიული გამოკვლევის მოცულობა ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან.
დანართი №27
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა
ორგანიზაციული კოდი - 35 12 02 2