1. ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლეთა აღრიცხვაზე აყვანა რეგულირდება „ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტიგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის N 32/ო-N102 ერთობლივი ბრძანებით. ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა რეგულირდება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ” №465 ბრძანებით.
2. ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტები მიეწოდება იმ პირებს, რომლებიც ანტირაბიული დახმარების პროგრამის ფარგლებში წარმოადგენენ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებს. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ინფორმაცია ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის ხარჯვის შესახებ ყოველთვიურად წარმოუდგინოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
დანართი–27.1 – პროგრამის ბიუჯეტი
კომპონენტი
ბიუჯეტი
(ათას ლარებში)
დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
4,678.2
დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
549.3
ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1,699.5
ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
780.0
ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1,005.9
უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
270.0
ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა
980.9
ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა
537.3
მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა
149.9
სპეციალური სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები
706.4
ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფა
800.0
სულ
12,157.