1. მედიკამენტების, საკვები დანამატისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. პროგრამის მოსარგებლეებისათვის მედიკამენტების და საკვები დანამატის მიწოდება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, გარდა „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ და „ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტებისა, რომლებიც ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.
3. მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმასა და მისი გაცემის წესს განსაზღვრავს ვაუჩერის გაცემაზე პასუხისმგებელი დაწესებულება.
4. ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები და საკვები დანამატი სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ შესაბამის დაწესებულებებში