`მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
200110050.10.003.016243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 230211, 23/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2011 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით (სსმ III,2010 წელი, №155, მუხლი 1827) დამტკიცებულ „აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება“ (დანართი №2-ში) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №2

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.

2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

6. ვაჭრობა.

შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური