1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად;
b) ტერმინი „ირლანდია” მოიცავს ირლანდიის ტერტორიული წყლების მიღმა მდებარე ნებისმიერ სივრცეს, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და კონტინენტური შელფის შესახებ ირლანდიის კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულია ან შესაძლოა მომავალში განისაზღვროს როგორც სივრცე, რომლის ფარგლებში შესაძლოა განხორციელდეს ირლანდიის უფლებები ფსკერის, წიაღისა და მათი ბუნებრივი რესურსების მიმართ;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“, „ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს ან ირლანდიას, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისთვის განიხილება კორპორაციულ ერთეულად;
f) ტერმინი „საწარმო“ გამოიყენება ნებისმიერი ბიზნესის მიმართ;
g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახალმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს საზღვაო გემით ან საჰაერო ხომალდით განხორციელებულ ნებისმიერ გადაზიდვას, რომელიც იმართება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ფაქტობრივი მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გემის და საჰაერო ხომალდის მიმოსვლა ხორციელდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნება ან მოქალაქეობა; და
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომლის სტატუსი, როგორც ასეთი, მომდინარეობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
j) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში – ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) ირლანდიის შემთხვევაში – შემოსავლების სამსახურის კომისიონერებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს;
k) ტერმინი „ბიზნესი“ მოიცავს პროფესიული მომსახურების გაწევას და დამოუკიდებელი ხასიათის სხვა საქმიანობას.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, აქვს ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონები