1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებული გადასახადების მიმართ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც დაწესებულია მთლიან შემოსავლებზე ან შემოსავლის ცალკეულ ელემენტებზე, მათ შორის, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავლების გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, კერძოდ:
a) საქართველოში:
საშემოსავლო გადასახადი;
მოგების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“);
b) ირლანდიაში:
(i) საშემოსავლო გადასახადი;
(ii) კორპორაციული გადასახადი; და
(iii) კაპიტალის მატებაზე გადასახადი;
(შემდგომში „ირლანდიის გადასახადი“).
4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავს გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესებულია მოქმედი გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე