1. ნებისმიერ სახელმწიფოს, ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, თანხმობის ან შეერთების შესახებ თავისი დოკუმენტის დეპონირებისას, უფლება აქვს დათქვას ტერიტორიის ან ტერიტორიათა საკითხი, რომელთან მიმართებაშიც გამოიყენება წინამდებარე კონვენცია.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე დეკლარაციის გაგზავნის გზით, უფლება აქვს ნებისმიერ სხვა დროს გაავრცელოს წინამდებარე კონვენციის მოქმედება ამ დეკლარაციაში განსაზღვრულ ნებისმიერ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიასთან მიმართებით, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის იმ სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან, რომელიც გამოითვლება გენერალური მდივნის მიერ ამ დეკლარაციის მიღების დროიდან.

3. წინა ორი პუნქტის თანახმად წარდგენილი ნებისმიერი დეკლარაცია, რომელიც შეეხება დეკლარაციაში განსაზღვრულ ნებისმიერ ტერიტორიას, შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნის გზით. უკან გამოთხოვა ძალაში შედის იმ ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან, რომელიც გამოითვლება გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების დროიდა