ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალდებულია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებსა და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც შეუერთდნენ წინამდებარე კონვენციას, შეატყობინოს შემდეგი:
ა) ყოველი ხელმოწერის შესახებ;
ბ) რატიფიკაციის, მიღების, თანხმობის ან შეერთების შესახებ აქტების დეპონირების შესახებ;
გ) წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შესახებ 22-ე, 23-ე, 24-ე მუხლების თანახმად;
დ) წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქმედების, შეტყობინების ან ცნობის შესახებ.
რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელის მომწერნმა, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შედგენილია სტრასბურგში, 1981 წლის 28 იანვარს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა, თითოეული მათგანი შესრულებულია ერთ ეგზემპლარად და დეპონირდება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დადასტურებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს წევრ ყოველ ქვეყანას და თითოეულ სახელმწიფოს, რომლებმაც მიიღეს წინამდებარე კონვენციასთან შეერთების წინადადებ